სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის (ISSA) მიერ ჩატარებული
კვლევის შედეგებით, შაბათს რომ თვითმმართველობის არჩევნები ტარდებოდეს
პარტიული რეიტინგები ასე გამოიყურება, საქართველოს მასშტაბით,
ალოკაციით:
✔ ქართული ოცნება - 35.2%
✔ გახარია საქართველოსთვის - 12.4%
✔ ძლიერი საქართველო - ლელო - 13.4%
✔ ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა - 14.6%
✔ კოალიცია ცვლილებისთვის - 16.9%
კვლევის მეთოდოლოგია: კვლევა განახორციელა სოციალური კვლევისა და
ანალიზის ინსტიტუტმა (ISSA), ამერიკულ ორგანიზაცია Rosner Research
LLC - თან თანამშრომლობით.
საველე სამუშაოები განხორციელდა 2025 წლის 5-20 მაისის შუალედში.
კვლევის ტიპი: რაოდენობრივი კვლევა
სამიზნე ჯგუფი: საქართველოს სრულწლოვანი (18+) მოსახლეობა
შერჩევით ერთობლიობა: 2000 რესპონდენტი
მეთოდი: პირისპირ ინტერვიუ
შერჩევა: ალბათური, კერძოდ კლასტერული შერჩევა წინასწარი
სტრატიფიკაციით
შერჩევის ცდომილება: ±2.2% მთლიანი შერჩევისთვის, 95%-იანი
სანდოობით
მონაცემების შეწონვა მოხდა დემოგრაფიული ცვლადების (სქესი, ასაკი,
განათლების დონე, რეგიონები, ქალაქი/სოფელი), აგრეთვე, 2024 წლის
საპარლამენტო არჩევნების შედეგების გათვალისწინებით.
სტატიის გამოყენების პირობები