ახალი ამბები
ზედოზირების 5 შემთხვევა გორში
ბოლო ორი კვირის განმავლობაში გორში ზედოზირებით 5 მამაკაცი დაიღუპა.

ამის შესახებ ,,ქართლის ამბებს"  ორგანიზაცია ,,ნაბიჯი მომავლისკენ" წარმომადგენელი, ქეთევან ბიძინაშვილი ესაუბრა. ორგანიზაცია ნარკოტიკებით გამოწვეული ზიანის შემცირების პროგრამაზე მუშაობს.

ქეთევან ბიძინაშვილის ცნობით, გარდაცვლილები არიან 30 წელზე მეტი ასაკის ადამიანები, ხოლო დოკუმენტებში გარდაცვალების ოფიციალურ მიზეზად გულის შეტევა ფორმდება:

,,ძირითადად, ასეთი შემთხვევების დროს, გარდაცვალების მიზეზად სახელდება გულის შეტევა. ამიტომ გამოძიება აღარც ტარდება. ერთ-ერთი ბოლო შემთხვევის დროს, ძალიან ეცადნენ, რომ მამაკაცი გამოსულიყო მდგომარეობიდან, თუმცა ვეღარ გადაარჩინეს. რა ნივთიერება იყო გამოყენებული, როგორ მოხვდა მის ხელში და ასე შემდეგ, ჩვენთვის უცნობი რჩება. " - გვითხრა ექიმმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები