ტირიფონის არხში 30 წლის მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა გორის
მუნიციპალიტეტის სოფელ ბერშუეთში მოხდა.
თანასოფლელის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ბერშუეთის სკოლის
ადმინისტრაციამ გაავრცელა. როგორც სოფლის წარმომადგენლელმა ,,ქართლის
ამბებს" განუცხადა, მამაკაცი სავარაუდოდ არხში ჩავარდა:
,,ხმა შემოესმათ, რომ ბიჭი შველას ითხოვდა, მაგტამ ვეღარ უშველეს. ეს
არხი ღიად მოედინება, კარგი იქნება თუ სოფლის ტერიტორიაზე მოაჯირები
მაინც ექნება. მელიორაციამ გააკეთა არხი" - გვითხრა ადგილობრივმა..
სტატიის გამოყენების პირობები