გორში, იმ მიწის ნაკვეთზე, რომლის დაბრუნებასაც მერია ითხოვს,
მშენებლობა მიმდინარეობს. სამსართულიანი მრავალფუნქციური სახლის
მშენებლობაზე მუშები ამჟამადაც მუშაობენ.
აბრაზე წერია, რომ მშენებლობის ნებართვა მერიამ 2025 წლის 21 იანვარს
გასცა. 2 ივნისს კი იმავე მერიამ მიწის ნაკვეთზე რეგისტრაციის
გაუქმება მოითხოვა.
აღნიშნული მიწის ნაკვეთი (300 კვ.მ) გორის ყოფილმა მერმა კოტე
თავზარაშვილმა კონკრეტულ პირს უსასყიდლოდ გადასცა. საფუძველი გორის
გამგეობის 1992 წლის დადგენილება იყო, რომლის მიხედვით, ციხისუბნის
დაცულ ზონაში მცხოვრებ ოჯახს მიწის ნაკვეთი ქალაქგარეთ გამოეყო.
დღეს ეს უბანი აღარ ითვლება ქალაქგარეთ. საჯარო რეესტრი დამატებით
არგუმენტებს ითხოვს. გორის მერიაში კი კომენტარს არ აკეთებს.
სტატიის გამოყენების პირობები