ახალი ამბები
თიბისის ხუთშაბათის შეხვედრები გორში - როგორ გავყიდოთ აგრო პროდუქტი?
ხუთშაბათის შეხვედრები 10 ივლისს 17:00 საათზე გორს ეწვევა და მრგვალი მაგიდის გარშემო ამჯერად სანდრო საკანდელიძე („ორი ნაბიჯი“), თამარ ნოზაძე (სურსათის უვნებლობის ექსპერტი) და შოთა გონგლაძე („თიბისი“) ისაუბრებენ.

შეხვედრისას სპიკერები იმ კრიტერიუმებს მიმოიხილავენ, რომლებსაც აგრო პროდუქტი უნდა აკმაყოფილებდეს, იმისთვის, რომ მოხვდეს მსხვილ ობიექტებში, რა მნიშვნელობა აქვს აგრო მეწარმეებისთვის მსხვილ ობიექტებთან პარტნიორობას და რა სტანდარტებს უნდა აკმაყოფილებდეს პროდუქტი მისი ფართომასშტაბიანი რეალიზაციისთვის.

„ხუთშაბათის შეხვედრების“ მიზანია წარმოაჩინოს სხვადასხვა ინდუსტრიის შიგნით მიმდინარე პროცესები, სპეციფიკაციები და ბაზარზე არსებული მოთამაშეების განსხვავებული სტრატეგიები ბიზნესის სხვადასხვა საჭიროებებზე.
შეხვედრა გაიმართება ფიზიკურ ფორმატში, ზუსტი ადგილმდებარეობის შესახებ დამატებით ინფორმაციას მიიღებთ მითითებულ ელ-ფოსტაზე.

სარეგისტრაციო ბმული: https://link.tbc.ge/Thursday-registration

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ადგილები შეზღუდულია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები