სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში, ზემო ჩოჩეთის სასაფლაოზე
ორი საპირფარეშო შენდება. ადგილობრივების ცნობით, — ცალკე ქალებისთვის
და ცალკე მამაკაცებისთვის.
როგორც სამშენებლო კომპანია „თეძამი 2016“-ის წარმომადგენელმა
გვითხრა, ორივე საპირფარეშო ერთმანეთისგან მოშორებით მოეწყობა.
მშენებლობა მიმდინარე წლის 31 ივლისამდე უნდა დასრულდეს.
ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 12 000 ლარია. ხელშეკრულება
კასპის მერს, ვახტანგ მაისურაძესა და კომპანია „თეძამი 2016“-ს შორის
2025 წლის 7 ივლისს გაფორმდა. პროექტის დაფინანსება საქართველოს
მთავრობის მეთაურის 2025 წლის 13 იანვრის განკარგულებით მოხდა. საერთო
ჯამში ზემო ჩოჩეთს 16 000 ლარი გამოეყო.
რა წერია მოსახლეობის კრების ოქმში, უცნობია. მერიას ოქმები არ
გამოუქვეყნებია.
სტატიის გამოყენების პირობები