გორის სახელმწიფო უნივერსიტეტმა რესტორან „ვილა პარკს“ 7239 ლარი
გადაუხადა სუფრისთვის, რომელიც სპეციალურად განათლების მინისტრ გივი
მიქანაძისთვის, პარლამენტის წევრ მარიამ ლაშხისთვის, თსუ-ს რექტორ
ჯაბა სამუშიასთვის და სხვა მაღალი რანგის სტუმრებისთვის გაიშალა.
თუმცა, განათლების სამინისტროდან და თსუ-დან გვაცნობეს, რომ სუფრაზე
არ იმყოფებოდნენ გივი მიქანაძე და ჯაბა სამუშია.
თანხის გადარიცხვა განხორციელდა 2025 წლის 16 ივლისს, — როგორც
ანგარიშფაქტურაშია აღნიშნული.
ხელშეკრულებაში ვკითხულობთ, რომ სუფრა უნდა გაშლილიყო იმ პირებისთვის,
რომლებიც მიწვეულნი იყვნენ გორის უნივერსიტეტის დაარსებიდან 90 წლის
საიუბილეო ღონისძიებაზე.
მიწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: განათლების მინისტრი გივი მიქანაძე;
პარლამენტის წევრი მარიამ ლაშხი; თსუ-ს რექტორი ჯაბა სამუშია;
საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი
გაბუნია; პარლამენტის წევრი, აკადემიკოსი გიორგი სოსიაშვილი;
აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები;
პარტნიორი უნივერსიტეტების რექტორები
სტატიის გამოყენების პირობები