13 წლის მოზარდს გორის მერიამ ბიისის ბანაკში დასვენებაზე უარი უთხრა
— მიზეზად "არასწორად შევსებული სამოტივაციო წერილი" დაასახელეს.
მოზარდის დედის, ირმა მთიულიშვილის თქმით, ბავშვმა სამოტივაციო წერილი
დამოუკიდებლად შეადგინა. წერილში წერდა: „მინდა ახალი მეგობრები,
მიყვარს ბუნება და ცხოველები, ვარ ძალიან აქტიური.“ თუმცა მერიაში
განუმარტეს, რომ წერილი მასწავლებლის დახმარებით უნდა
შედგენილიყო.
ირმა მთიულიშვილი: „ბავშვი დაიბლოკა იმიტომ, რომ ჩემი შვილია; იმიტომ,
რომ ცხოველები უყვარს; იმიტომ, რომ ოპოზიცია ვართ. ჩემი შვილი
დაიბლოკა იმის გამო, რომ უყვარს ცხოველები და უნდა ახალი მეგობრები.
13 წლის ბავშვს დისერტაციის დონეზე უნდა შეევსო წერილი? როდის
მიხვდებით, რომ ბავშვებს დამოუკიდებლად აზროვნება შეუძლიათ?!“
მისი თქმით, დაბლოკვა შესაძლოა პოლიტიკურად მოტივირებული იყოს:
„თუ ახლა არ ვიბრძოლე ამ უსამართლობის წინააღმდეგ, მომავალშიც ასე
იქნება. რკინის ქალამნებს ვიცმევ და ყველა ინსტანციაში მივდივარ.“
მის მიმართვას ადრესატად ჰყავს გორის მერიის ახალგაზრდული სამსახურის
ხელმძღვანელი, დიმიტრი გოგიაშვილი.
დიმიტრი გოგიაშვილი:„მართლა დავიღალე ამდაგვარი დამოკიდებულებით. თან
გვინდა ქვეყანა უკეთესობისკენ წავიდეს, თან ნაცნობობით გვთხოვთ
რაღაცების მოგვარებას. კონკურსს თავისი წესები აქვს და ყველამ უნდა
დაიცვას.“
სტატიის გამოყენების პირობები