ახალი ამბები
გორის მუნიციპალიტეტში 7 საბავშვო ბაღის შენობის მდგრადობა შესასწავლია
გორის მუნიციპალიტეტში 7 საბავშვო ბაღის შენობის მდგრადობა შესასწავლია

გორის მუნიციპალიტეტში 7 საბავშვო ბაღის შენობა მდგრადობის შესწავლას საჭიროებს. საუბარია ზეღდულეთის, რეხის, ქიწნისის მეურნეობის, ატენის, სვენეთისა და გორის №10 საბავშვო ბაღებზე.

მერიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს შენობების მდგომარეობის შესწავლა. მათი რეაბილიტაციისთვის დაახლოებით 1,1 მლნ ლარია საჭირო. აქედან მხოლოდ რეხის საბავშვო ბაღისთვის 500 000 ლარია საჭირო.

სვენეთში მოსახლეობა წლებია ითხოვს ბაღის შენობის მოწესრიგებას. ადგილობრივების თქმით, ყოველი წვიმის დროს შენობაში წყალი დგება, რაც ქვეწარმავლების მომრავლებას იწვევს და ბავშვებისთვის საფრთხეს ქმნის.

თუ როდის გამოიძებნება საჭირო თანხები და დაიწყება რეაბილიტაცია, ჯერჯერობით უცნობია.

Print

სტატიის გამოყენების პირობები