გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლის, ნინო გერგაულის
გადაწყვეტილებით, უფლისციხის მუზეუმის კიდევ ორმა თანამშრომელმა
სახელმწიფოს დავა მოუგო.
საქმე საპენსიო ასაკს მიღწეულ პირებს ეხებათ, რომლებსაც 2023 წლი
1-ელი მაისიდან სამსახურში მუშაობის გამო, პენსიის აღება
აეკრძალათ.
ნინო გერგაულის გადაწყვეტილება საპენსიო სააგენტოს წარმომადგენლებმა
გაასაჩივრეს. როგორც მუზეუმის თანამშრომლებმა ,,ქართლის ამბებს''
განუცხადეს, სააპელაციო სასამართლოში გადაწყვეტილების გადასიჯნვა
გვიანდება.
წინასწარი ინფორმაციით, საქმეების განხილვა სასამართლოში გადატვირთული
მუშაობის გამო ჭიანურდება, თუმცა მუზეუმის თანამშრომლები აცხადებენ,
რომ ეს მათზე არ უნდა მოქმედებდეს:
,,ჯერ ის არის საწყენი, რომ სოციალური მომსახურების სააგენტო მოგებულ
პროცესს ასაჩივრებს, შემდეგ კი ეს საქმე უკვე თვეობით ჭიანურდება'' -
გვითხრეს უფლისციხეში.
ცნობისათვის, გასულ წელს, ანალოგიურ საქმეზე, 5 პროცესი ჩატადა, ყველა
მათგანი მუზეუმის თანამშრომელი იყო. საქმე უზენაეს სასამართლომდეც
მივიდა.
გასულ წელს, სხვათა შორის, მუზეუმის ერთ-ერთი თანამშრომელი არ იყო
საპენსიო ასაკის, თუმცა იღებდა ვეტერანის პენსიას. მასაც შეწყვეტილი
ჰქონდა ეს სოციალური გასაცემელი.
ჯანდაცვის სამინიტროს სოციალური მომსახურების სააგენტო სამივე
ინსტაციაში კატეგორიულად მოითხოვდა პენსიის შეწყვეტას. მუზეუმის
თანამშრომლებს, მოგებული გადაწყვეტილების მიხედვით, განაცდურ თვეებსაც
აუნაზღაურებენ.
სტატიის გამოყენების პირობები