ახალი ამბები
გორში მდებარე ბაზრებსა და ბაზრობებზე მოვაჭრეთა რაოდენობა იკლებს
საქსტატის მონაცემებით, გორში მდებარე ბაზრებსა და ბაზრობებზე მოვაჭრეთა რაოდენობა იკლებს.

ბოლო სამი წლის განმავლობაში, ამავე სტატისტიკის მიხედვით, დასაქმებულთა რიცხოვნობა 227 ადამიანით შემცირდა.

✔ 2022 წელს მუშაობდა 1 185 მოვაჭრე
✔ 2023 წელს მუშაობდა 996 მოვაჭრე
✔ 2024 წელს მუშაობდა 958 მოვაჭრე

ოფიციალური მონაცემებით, დახლების რაოდენობა არ შემცირებულა.

✔ 2022 წელს იყო 1 654 დახლი
✔ 2023 წელს იყო 1 659 დახლი
✔ 2024 წელს იყო 1 659 დახლი

სავაჭრო ობიექტებში ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლით გორის ბიუჯეტი სარგებლობს, განსაკუთრებით დამატებული ღირებულების გადასახადის (დღგ) მიმართულებით. 2025 წლის პირველ და მეორე კვარტალში, დღგ-ის ნაწილში, გორის ბიუჯეტს 2.58 მილიონი ლარი დააკლდა. ეს დანაკლისი მერიამ ქონების გაყიდვიდან მიღებული შემოსავლით შეავსო.
Print

სტატიის გამოყენების პირობები