,,მე-18 წელი დაიწყო, რაც ამ დასახლებაში ვცხოვრობთ. მოზარდებს
გასართობი სივრცე არა აქვთ''
,,კასპის გამგეობა გვეუბნება, რომ დევნილთა სამინისტროს უნდა
მივმართოთ... დევნილთა სამინისტრო ამბობს, რომ კასპის მერიას უნდა
მივმართოთ. ვის მივმართოთ, ვერ ვიგებთ'' - ამბობს ერთ-ერთი მოზარდის
დედა მეტეხის დევნილთა დასახლებიდან.
მეტეხის დევნილთა დასახლებაში სკვერი ააშენეს, რომელიც ყველა ბავშვს
ვერ იტევს. სოფელში სხვა გასართობი სივრცე არ არსებობს.
ყოველ საღამოს აქ 50-ზე მეტი ადამიანი იკრიბება.
„დასახლებაში 50 ბავშვი ცხოვრობს — ზოგი დიდი, ზოგი პატარა. არ აქვთ
არც სტადიონი და არც სხვა გასართობი სივრცე, ამიტომ მეზობელ სოფლებში
მიდიან ხოლმე. ხშირად გვპირდებიან, რომ სტადიონისთვის თანხა
გამოინახება, მაგრამ ამდენი ხანია ეს დაპირება არ შესრულებულა,“ —
ამბობენ ადგილობრივები.
კასპის მერიამ საბავშვო ბაღის ბავშვებისთვის გათვალისწინებული
ატრაქციონების მონტაჟი 2022 წელს კომპანია „ჯთ დიზაინ მეტალს“
შეუკვეთა. ხარჯთაღრიცხვის მიხედვით, მიწის ფართობი 40 კვ.მ-ია, ხოლო
პროექტისთვის გადახდილია 14 173 ლარი.
სტატიის გამოყენების პირობები