უზენაესი სასამართლოს ცნობით, ძალადობაში ბრალდებულ მამაკაცს 6-თვიანი
პატიმრობა და 450-საათიანი საზოგადოებრივი შრომა მიესაჯა.
გადაწყვეტილების მიხედვით, ახალი დანაშაული მსჯავრდებულმა მაშინ
ჩაიდინა, როცა გორის სასამართლოს მიერ გათავისუფლებული იყო ერთწლიანი
გამოსაცდელი ვადით.
პროკურორი თამთა გახარიამ სასამართლოს განუცხადა, რომ ,,ბრალდებულმა
ყოფილ მეუღლეს სახის არეში ძლიერად მოუჭირა ხელი, რამდენჯერმე მიარტყა
ავტომანქანის კარი, რა დროსაც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური
ტკივილი. დაემუქრა და უთხრა, რომ „ფეხქვეშ დაიგდებდა და სცემდა“,
ფაქტს ესწრებოდნენ არასრულწლოვანი შვილები''
უზენაესი სასამართლოს შეფასებით, საბოლოოდ დანიშნული სასჯელი –
სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილების და
დამნაშავის რესოციალიზაციის – შესაბამისია.
სტატიის გამოყენების პირობები