ახალი ამბები
,,ოცნებამ'' ხაშურის მაჟორიტარ კანდიდატად მიშა გრძელიშვილი წარადგინა
,,ოცნებამ'' ხაშურის საკრებულოს დეპუტატების კანდიდატები უკვე შეარჩია.

საკრებულოში ქალაქ ხაშურის წარმომადგენლად წარადგინა მიშა გრძელიშვილი, რომელიც როგორც მოქალაქე, 3 წლის წინ, მაშინდელ პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მადლობას უხდიდა.

,,მინდა, როგორც ამ ქალაქის მოქალაქემ, მადლობა გადაგიხადოთ იმის გულისთვის, რომ პირველ რიგში ჩვენი ქვეყანა არის მშვიდად; რომ არა ვართ ომში, მიუხედავად ამდენი მცდელობისა მავანისგან, მადლობა ამ ყველაფრისთვის''

,,მადლობა იმისთვის, რომ რაც ათწლეულების მანძილზე არ გაკეთებულა, ჩვენს ქალაქში, ფაქტიურად მკვდარი ქალაქი ლამაზდება'' - უთხრა მოქალაქე მიშა გრძელიშვილმა 3 წლის წინ ირაკლი ღარიბაშვილს
Print

სტატიის გამოყენების პირობები