ხაშურელი ბიზნესმენი ლევან გამრეკელი, რომელიც დეკლარაციის მიხედვით,
წელიწადში 200 000 ლარს ქველმოქმედებაში ხარჯავს, 4 ოქტომბრის
თვითმმართველიბის არჩევნებზე, ,,ოცნების" კანდიდატების სიაში აღარ
ჩასვეს.
ეს ის მილიონერია, რომელიც ამბიონიდან ხაშურის ეპისკოპოსმა სვიმეონმა
გააკრიტიკა. ეპარქიის წინამძვარმა ეკლესიაში მრევლს უთხრა, რომ
გამრეკელი ქველმოქმედებას პიარისთვის ეწეოდა.
ეპისკოპოსის საპასუხოდ მაშინ განცხადება უფასო სასადილოს
ხელმძღვანელმა გაავრცელა, რომლის მიხედვით, ეპისკოპოსი გამრეკელისგან
120 000-ლარიანი ჯიპის შეწირვას და იმ მიწის დათმობას ითხოვდა, სადაც
ქვიშა-ხრეშის საწარმო უნდა აშენებულიყო.
2025 წლის არჩევნებზე გამრეკელი ხაშურის მერობის კანდიდატად
მოიაზრებოდა, თუმცა ეს ინფორმაცია თავადვე უარყო. საბოლოოდ გაირკვა,
რომ იგი აღარც საკრებულოს წევრობის კანდიდატი იქნება. მის მიერვე
დაფუძნებულ უფასო სასადილოს დირექტორი ზაზა მეხრიშვილი აცხადებს, რომ
ლევან გამრეკელი თბილისში გააგრძელებს მუშაობას.
ლევან გამრეკელი წერს, რომ იგი ,,ოცნების" გუნდის წევრად რჩება
სტატიის გამოყენების პირობები