ახალი ამბები
სოფელ ქვახვრელში დენის კაბელი სარწყავ არხში გადის
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში, რკინიგზის ლიანდაგის მიმდებარედ გამავალ სარწყავ არხზე ასეთი მდგომარეობაა დაფიქსირებული.

წარწერა „სდექ“ მიანიშნებს, რომ მილში მაღალი ძაბვის ხაზი გადის. ადგილობრივების თქმით, არხის წყალი ამ ხაზს უკვე მიუახლოვდა.

„მოსახლეობა თვითნებურად უშვებს წყალს დაზიანებული ვინტილებიდან, რის გამოც არხში საჭიროებაზე მეტი წყალი მოდის,“ – აცხადებენ ქვახვრელში. მათი თქმით, არსებობს საშიშროება, რომ კაბელი მთლიანად წყლის ქვეშ მოექცეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები