ახალი ამბები
დავით რაზმაძემ ,,ნიუ იორკ თაიმსში'' რუსეთის სამხედროები მშვიდობისმყოფელებმად მოიხსენია
დავით რაზმაძემ „ნიუ იორკ თაიმსი“ ცილისწამებაში დაადანაშაულა და თქვა, რომ „სააკაშვილის ხულიგნები“ არ უხსენებია და ოსური ბანდფორმირებების მიერ ქალაქის ძარცვაზე საუბრობდა, რაც რუსების შემოსვლის შემდეგ შეწყდა, მაგრამ ესეც სპექტაკლი ნაწილი ჰგონია.

გორის საკრებულოს თავმჯდომარე „ქართული ოცნებიდან“ დავით რაზმაძე მადლობელია, რომ 2008 წლის ომის დროს რუსი სამხედროები გორში შევიდნენ.

"ისინი აქ მშვიდობისმყოფელებად მოვიდნენ და მადლობა ღმერთს, რომ ასე მოიქცნენ, რადგან მიშას ხულიგნები მთელ ქალაქს ძარცვავდნენ. მათ მღვდლის მანქანაც კი მოიპარეს, წარმოგიდგენიათ? რუსები რომ არ მოსულიყვნენ, ვინ იცის, კიდევ რამხელა ზიანს გამოიწვევდნენ“ – განაცხადა დავით რაზმაძემ „ნიუ იორკ თაიმსთან“. /ნეტგაზეთის თარგმანი/

გამოცემა აქვეყნებს ვრცელ სტატიას სათაურით „როგორ გადავიდა საქართველო დემოკრატიის ავანგარდიდან ავტოკრატიის ფრონტის წინა ხაზზე“. დავით რაზმაძე ერთ-ერთია, ვისაც „ნიუ იორკ თაიმსი“ ესაუბრა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები