დავით რაზმაძემ „ნიუ იორკ თაიმსი“ ცილისწამებაში დაადანაშაულა და
თქვა, რომ ემხრობა საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას, „მაგრამ
არა იმ პირობებით, რომ „კაგებეს“ გაწვრთნილი, ე.წ. პარლამენტარების
შეკვეთებით და იმათი კანონებით ვიმოქმედოთ“.
,,ნიუ იორკ თაიმსთან'' მიცემულ ინტერვიუში კი ვკითხულობთ:
„პირადად მე არ მინდა ევროკავშირის ნაწილი გავხდე და მათ გვითხრან, რა
ვქნათ. როგორც საბჭოთა კავშირი დაინგრა, ახლა მინდა ვნახო
ევროკავშირის დაცემა, რადგან ის ჩვენს წინააღმდეგაა“. “, - თქვა
რაზმაძემ ნიუ-იორკ თაიმსისთვის მიცემულ ინტერვიუში.
სტატიაში ჟურნალისტი რაზმაძის კაბინეტში არსებულ სიტუაციასაც
აღწერს:
,,გორის მერიაში ინტერვიუს დროს, რაზმაძის ფართო ოფისის კუთხეში კიდევ
ოთხი ან ხუთი კაცი ჩუმად იჯდა. ყველას ძლიერი აღნაგობა ჰქონდა და შავი
შარვალი და შავი მაისურები ეცვა. ქართველებისთვის დამახასიათებელი
უცვლელი თავაზიანობისგან განსხვავებით, არცერთმა მათგანმა არც თავი
წარადგინა და არც სტუმარს ხელი ჩამოართვა. შეხვედრის დასასრულს,
ერთ-ერთი მამაკაცი წინ წამოვიდა და რაზმაძის ყურში რაღაც ჩასჩურჩულა.
ან რაზმაძემ არასწორად გაიგო კომენტარი, ან გადაწყვიტა, რომ თავისი
პარტიის ზედმეტად კრიტიკულ გზავნილს ახალი ნაოჭი შეეტანა. „ჩვენ
ყოველთვის ფრთხილად ვიყავით ევროკავშირში გაწევრიანებისას, რადგან
ვიცით, რომ ის სავსეა კგბ-ს აგენტებით“, - თქვა მან."
სტატიის გამოყენების პირობები