გორის საკრებულოს წევრები მამუკა ფანიაშვილი და მერაბ გოხელაშვილი
ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ დავით რაზმაძის
იმპიჩმენტს მხარს იმ შემთხვევაში დაუჭერენ, თუ ნიუ-იორკ თაიმსში
გამოქვეყნებული ინტერვიუს შინაარსი ნამდვილია:
,,ჩვენი ფრაქციითვის “გორი საქართველოსთვის” მიუღებელია, ბოლო
პერიოდში პრესაში გავრცელებული გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
თავმჯდომარის განცხადება და ყოველი განცხადება, რომელიც მიზნად
ისახავს ოკუპანტი ქვეყნის მიმართ მადლიერების გამოხატვას და მის
მიმართ დადებით კონტექსტს.
,,როგორც ვნახეთ საკრებულოს თავმჯდომარე უარყოფს ინტერვიუს ამ ნაწილს
და ამტკიცებს რომ შინაარსი შეცვლილია. თუ დადგინდება ტექსტის და მისი
შინაარსის ნამდვილობა, მხარს დავუჭერთ ყველა პროცედურულ საკითხს,
რომელიც მიზნად ისახავს საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილების
შეწყვეტას." - წერია განცხადებაში
სტატიის გამოყენების პირობები