ახალი ამბები
ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის სააგენტოს ხელმძღვანელი თანამდებობიდან გაათავისუფლეს
გორის მერიიდან გაათავისუფლეს თანამშრომელი, რომელიც დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობაზე მუშაობდა.

საუბარია ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის სააგენტოს დირექტორზე, გიორგი ედიშერაშვილზე, რომელიც ორგანიზაციას დაარსების დღიდან ედგა სათავეში. გათავისუფლების ფაქტი დაგვიდასტურა, თუმცა მიზეზებზე კომენტარს არ აკეთებს.

ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტი თანამშრომლობს ისეთ საერთაშორისო დონორ ორგანიზაციებთან, როგორიცაა გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ), ჩეხეთის განვითარების სააგენტო, მშვიდობის კორპუსი და ა.შ.

გიორგი ედიშერაშვილმა ერთ-ერთი ბოლო პროექტი მოიგო GIZ-თან, რომელიც ქალაქ გორში, ჭალის ტყეების გადარჩენას და ჭალის დასახლების ურბანული განვითარებას ისახავს მიზნად.
Print

სტატიის გამოყენების პირობები