ახალი ამბები
სკვერი ქობესაანთუბანში, რაზეც 12 000 ლარი დაიხარჯა
ქობესაანთუბანში 2025 წლის იანვარში შემოღობილ ტერიტორიაზე გაკეთდა ატრაქციონები, დაიხარჯა 12 000 ლარი.

ხარჯთაღრიცხვაში წერია, რომ კაუჩუკის საფარი მოწყობილია 39 კვ.მ-ზე, კერძოდ: 

✔ ორი საქანელა, ერთი ჩამოსასრიალებელი - 3550 ლარი
✔ ბეტონის იატაკის მოწყობა 38 კვ.მ - 550 ლარი
✔ტერიტორიის გაწმენდა ნიაღვრისგან - 1100 ლარი
✔ კაუჩუკის საფარი - 967 ლარი
✔ დაწნეხილი კაუჩუკი - 39 კვ,მ - 1365 ლარი
✔ წებო-ცემენტი - 195 ლარი
✔ მავთულ-ბადე უჯრით - 191 ლარი (ღობე მანამდე იყო)

ქობესაანთუბანი ქარელის მუნიციპალიტეტში, ძამის ხეობაში მდებარეობს. სამუშაოები შეასრულა ინდმეწარმე ,,პაატა ხაჭაპურიძემ''
Print

სტატიის გამოყენების პირობები