ახალი ამბები
პასუხი მოღალატეს - არ შევეგუებით ოკუპაციას
გორში, 25 აგვისტოს, 16 საათზე საკრებულოს შენობის წინ აქცია გაიმართა - ,,პასუხი მოღალატეს - არ შევეგუებით ოკუპაციას''

ორგანიზატორები მიმართვაში ვკითხულობთ: 

,,მრავალი წელია, რაც რუსული იმპერია გვართმევს თავისუფლებას, სიცოცხლეს და მომავლის რწმენას. ჩვენმა ქვეყანამ დაკარგა ტერიტორიები, ათასობით ადამიანი შეეწირა რუსეთის აგრესიას, უამრავი ოჯახი დღემდე ვერ ბრუნდება საკუთარ მიწაზე, ხოლო მცოცავი ოკუპაცია ყოველდღიურად გრძელდება და ამჯერად ქართველების ხელით.

,,მაღალი თანამდებობის პირები, რომლებიც ამართლებენ ოკუპაციას და შესაბამისად, ღიად უჭერენ მხარს რუსეთის მიერ ჩადენილ დანაშაულებს საქართველოში, არიან ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს მოღალატეები.

ეს ადამინები შეურაცხყოფენ ჩვენს გმირებს და ლახავენ ქართველების ღირსებას; მათ არ შეიძლება ეკავოთ თანადებობა, იღებნენ სარგოს ქართველი ხალხის გადასახადებიდან და საუბრობნენ ქართველი ხალხის სახელით.

- საქართველო ოკუპაციას არასოდეს შეეგუება! - ყველა ქვეყნის მოღალატემ პასუხი უნდა აგოს ხალხის წინაშე! ჩვენ ვამბობთ მკაფიოდ: რუსეთი არის მტერი და ოკუპანტი!'' - წერია მიმართვაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები