ხაშურის მერიამ 6 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა მანქანაზე, რომელიც ოფიციალურ ბალანსში არ ჩანს									
			
				
			
			
			
								NEO TV-ის ცნობით, ხაშურის მერიამ 6 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა
მანქანაზე, რომელიც ოფიციალურ ბალანსში არ ჩანს.
,,საუბარია Toyota Camry-ზე (სახელმწიფო ნომერი LP 919 PP, VIN:
JTNBF4FK503022352), რომელიც ღია წყაროებით ხელმისაწვდომ დოკუმენტებში
თითქოსდა არ არსებობს, მაგრამ სხვადასხვა სერვისულ ხელშეკრულებებში
მისი VIN კოდი და სახელი ხშირად ჩნდება.''
,,2024 წლის ივლისში Camry-ს სერვისსა და სათადარიგო ნაწილებში მერიამ
3 183 ლარი გადაიხადა, ხოლო 2025 წლის მარტში – ორ სხვადასხვა
შესყიდვაში ჯამში თითქმის 3 600 ლარი. ეს იმას ნიშნავს, რომ ორი წლის
განმავლობაში, მინიმუმ, 6 ათას ლარზე მეტი დაიხარჯა მანქანაზე,
რომელიც ოფიციალურ ბალანსში არ ჩანს.'' - წერია ,,ნეო ტივის'' მიერ
ჩატარებულ კვლევაში.
ანგარიშის მიხედვით, ორგანიზაციის წარმომადენლებმა ხაშურის მერიას
წერილობით მიმართეს, თუმცა ხაშურის მერიამ მათი წერილი უპასუხოდ
დატოვა.			
			
											 
					
სტატიის გამოყენების პირობები