გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის განმარტებით, ემირ
იორამაშვილი დანიშნულია გორის სერვის ცენტრის მენეჯერად, ხოლო პაატა
[პაკო] ივანიშვილი - შიდა ქართლის სერვის ცენტრის მენეჯერად.
გუშინ ,,ქართლის ამბები" დაუკავშირდა გაერთიანებული წყალმომარაგების
კომპანიას კითხვით, თუ ვინ დაინიშნა თანამდებობიდან გადაყენებული კოტე
თავზარაშვილის ნაცვლად. კომპანიამ კოტე თავზარაშვილის შემცვლელად ემირ
იორამაშვილი დაგვისახელა. მოგვიანებით კომპანიიდან დაგვიზუსტეს, რომ
მათ გორის სერვის ცენტრი იგულისხმეს და სინამდვილეში რეგიონალური
ფილიალის ხელმძღვანელი პაკო ივანიშვილია.
რაც შეეხება შიდა ქართლის სერვის ცენტრის ახალ მენეჯერს, პაკო
ივანიშვილს, ის კომპანიაში გორია სერვის ცენტრის ხელმძღვანელის
პოზიციას კოტე თავზარაშვილის მისვლამდეც იკავებდა. იყო გორის მერის
მოადგილე. ამჯერად კი კი დაუბრუნდა კომპანიას უფრო მაღალ პოზიციაზე.			
			
											 
					
სტატიის გამოყენების პირობები