პროკურატურამ წყალმომარაგების კომპანიის რეგიონულ ფილიალიდან
დოკუმენტაცია ამოიღო.
როგორც კომპანიაში დაგვიდასტურეს, გამოძიება დაიწყო კონკრეტულ ფაქტზე,
რომელიც კორპუსის მშენებლობის გამო, ქალაქის მთავარი წყალსადენი მილის
ადგილმდებარეობის შეცვლას ეხება.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში გვითხრეს, რომ უცნობია, რა
ეტაპზეა გამოძიება.
წინასწარი ინფორმაციით, გამოძიების ფარგლებში სხვა ფაქტებსაც
შეისწავლიან. როგორც ცნობილია, მხოლოდ 2022-2024 წლებში გორის მერიამ
13 კორპუსზე გასცა მშენებლობის ნებართვა, რასაც წყალმომარაგების
კომპანიის შესაბამისი დასკვნებიც სჭირდებოდა.
კოტე თავზარაშვილი ,,ქართული ოცნების" წარმომადგენელი იყო გორში. იყო
შტაბის უფროსი, საკრებულოს თავმჯდომარე, გორის მერი, შემდეგ კი
წყალმომარაგების კომპანიის რეგიონალური მენეჯერი.			
სტატიის გამოყენების პირობები