მოქალაქეების ცნობით, გორის იუსტიციის სახლში კონდიცირება უკვე ერთი
თვეა არ მუშაობს, რის გამოც მოქალაქეებს გაუსაძლის პირობებში უწევთ
სერვისის მიღება.
„წინასაარჩევნოდ აქციებია პირადობებზე და სხვადასხვა სერვისებზე,
ამიტომ იუსტიციის სახლში ძალიან ბევრი ხალხია. ვკითხეთ თანამშრომლებს,
რატომ არ მუშაობს კონდიცირება. გვიპასუხეს, რომ უკვე ერთი თვეა ამ
მდგომარეობაში არიან,“ – გვითხრა მოქალაქემ.
„ქართლის ამბები“ დაუკავშირდა იუსტიციის სახლის ცენტრალურ ოფისს. მათი
თქმით, საკითხს გადაამოწმებენ და გამოიკვლევენ, რატომ არის გორის
იუსტიციის სახლი ასეთ მდგომარეობაში.
მოგვიანებით განმარტეს, რომ ადგილზე სიტუაციის შემოწმება ვერ
მოახერხეს და ჩვენი ზარი „უკმაყოფილო მოქალაქის საჩივრად“ ჩათვალეს
სტატიის გამოყენების პირობები