საკრებულოს დეპუტატები, რომელთაც დავით რაზმაძემ ვირთხები უწოდა.
დეპუტატებს შორის არის გივი გინტური, რომლის ძმა თამაზ გინტური
რუსეთის სამხედროებმა მოკლეს წმ. გიორგის სახელობის ეკლესიის წინ
სოფელ კირბალში.
დეპუტატებს შორის არიან ასევე პედაგოგები, მათ შორის უნივერსიტეტის
ლექტორი - მთარგმნელი და ა.შ.
გორის საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ გვიან საღამოს
გამოაქვეყნა პოსტი, სადაც წერს: ,,საკრებულოს 12 ვირთხა, ვითომ
ოპოზიცია, ქვეყნის გამყიდველები, ვერასოდეს ვერ მოვლენ ერთ მოკვდავ,
უბრალო, მდაბალ და ცოდვილ, დავით რაზმაძის სამშობლოს სიყვარულთან!
".
დავით რაზმაძემ ასე მიმართა იმ დეპუტატებს, რომლებმაც ,,ნიუ-იორკ
თაიმსში" გამოქვეყნებულ ინტერვიუს გამო მისი იმპიჩმენტის პროცედურის
დაწყება მოითხოვეს. ინტერვიუში რაზმაძემ რუსეთის სამხედროები
მშვიდობისმყოფელებად მოიხსენია. რაზმაძე პირობას დებს, რომ სტატიის
ავტორს უჩივლებს, თუ ,,ოცნების" გუნდი დაეხმარება.
რაზმაძის პოსტის გამოქვეყნებიდან რამდენიმე წუთში ,,ქართული ოცნების"
დეპუტატებმა საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად რესტორნის სუფრასთან
გადაღებული ფოტო გამოაქვეყნეს წარწერით ,,Golden Team - ოქროს გუნდი"
[ფოტო იხილეთ კომენტარებში]
სტატიის გამოყენების პირობები