ახალი ამბები
49 ჭაბურღილი მოსავლელად გორის მერიას გადასცეს
გორის მერიის ცნობით, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიამ მიატოვა ის 49 ჭაბურღილი, რომლითაც მუნიციპალიტეტის სოფლებში მოსახლეობა სარგებლობს. კომპანიამ ჭაბურღილები მერიას გადააბარა.

„მიმდინარე წლის ივლისიდან გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ფაქტობრივად მიატოვა ჭაბურღილები. ჩვენი სამსახური გორის მუნიციპალიტეტის დავალებით იძულებულია, უზრუნველყოს მათი მომსახურება.“ - აღნიშნავენ მერიის აიპ: „წყალარინების, სასმელი წყლების, მელიორაციისა და ჭაბურღილების სამსახურში

მიტოვებულ ჭაბურღილებს შორის აღმოჩნდა ისეთებიც, რომლებიც ამჟამად მწყობრიდან გამოსულია.

აგვისტოს მდგომარეობით, მწყობრიდან გამოსულია 5 სოფელში: ფლავი, ფლავისმანი, ქერეი, დიცი და ზერტი. მათი აღდგენა უკვე მერიის აიპ: „წყალარინების, სასმელი წყლების, მელიორაციისა და ჭაბურღილების სამსახურს“ დაევალა
Print

სტატიის გამოყენების პირობები