ამ ადგილას 25 ადამიანი დახვრიტეს, რომლებიც კასპის სოფელ ქვემო
ჭალიდან გორის საპატიმროსკენ ბოლშევიკებს მიჰყავდათ. გზაში ისინი
მოკლეს.
ანალოგიური მემორიალი დგას სოფელ რუისთან, სადაც ერთდროულად 90-ზე
მეტი ადამიანი მოკლეს, მათ შორის ქალები და ბავშვები.
ორივე შემთხვევა 1924 წელს მოხდა, როდესაც საქართველოში საბჭოთა
მმართველობისა და რუსული ოკუპაციის წინააღმდეგ საერთო სახალხო
აჯანყება დაიწყო. ამ პერიოდში გორის მაზრაში შეიქმნა სადამსჯელო
რაზმები.
გავრცელებული მოსაზრებით, სწორედ ამ ფაქტებიდან წარმოიშვა გამოთქმა:
„გაუყენეს გორის გზასა“
სტატიის გამოყენების პირობები