ახალი ამბები
გენო პეტრიაშვილი კალაძის შტაბთან მომიტინგეებს დაუპირისპირდა
„საკუთარი ხალხის მტრები არ დარჩება დაუსჯელი“ - ამ შეძახილებით მივიდნენ მომიტინგეები თბილისში კალაძის შტაბთან.

,,ჩვენი მიზანია აქ შევქმნათ მუდმივი საპროტესტო კერა" - განაცხადეს აქციის წევრებმა, რომელთაც ,,ოცნების" წევრები, მათ შორის, პარლამენტარი გენო პეტრიაშვილი აგრესიით დახვდა.

მედიის მიერ გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ „ოცნების“ წევრები იგინებიან და ცდილობენ სცემონ აქციის მონაწილეებს.

აქციამ მელიქიშვილის გამზირიდან პარლამენტის შენობისკენ გადაინაცვლა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები