ორგანიზაცია People in Need Georgia აცხადებს საგრანტო კონკურსს გორის
მუნიციპალიტეტის მცხოვრებლებისთვის, რომლებიც ახლად შექმნილი ტანისა
და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ცხოვრობენ.
კონკურსი ატენის, ბოშურისა და მღებრიანის თემებს ეხება და მიზნად
ისახავს ეკოტურიზმის, სოფლის მეურნეობისა და მეწარმეობის
წახალისებას.
მონაწილეებს შეუძლიათ მოიპოვონ გრანტი 2,000-დან 6,000 ლარამდე.
მიღებული დაფინანსებით გრანტის მიმღებებს საშუალება ექნებათ, შექმნან
ახალი საწარმო ან არსებული საქმიანობა გააუმჯობესონ.
განაცხადების მიღება 30 ნოემბრამდე გაგრძელდება, გამარჯვებულები კი
4-5 დეკემბერს გამოვლინდებიან. აღსანიშნავია, რომ საპროექტო იდეები
ადგილობრივი მოსახლეობისგან დაკომპლექტებული ჟიურის მიერ შეფასდება,
რაც გადაწყვეტილების მიღების პროცესში თემის ჩართულობას
უზრუნველყოფს.
პროექტი ფინანსურად მხარდაჭერილია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს
მიერ, რომელსაც ახორციელებს
People in
Need, გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და
ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოსთან და გორის
მერიასთან თანამშრომლობით. კონკურსი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს
დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე არსებულ ტრადიციულ საქმიანობებსა და
ხეობის ეკონომიკური პოტენციალის განვითარებას.
ინიციატივის ფარგლებში ასევე გათვალისწინებულია სასწავლო შეხვედრები,
სადაც ტრენერები მოსახლეობას გააცნობენ სააპლიკაციო ფორმას და
დაეხმარებიან იდეის ჩამოყალიბებაში.
გარდა ამისა, გრანტის მიმღებს საშუალება ექნება ისარგებლოს
კონსულტაციით პროექტის განხორციელების პროცესში.
ატენის ტერიტორიულ ორგანოში, იდეების გენერირებასა და მეწარმეობაზე
პირველი ტრენინგი 5 ნოემბერს უკვე გაიმართა.
დარჩენილი
შეხვედრები:
ბოშური (იდეების
გენერირება): 7 ნოემბერი, 11:00-17:00, ბოშურის
ტერიტორიული ორგანოს შენობა.
ატენი (ბიზნესგეგმა,
პრეზენტაცია): 10-11 ნოემბერი (ორდღიანი),
11:00-17:00, ატენის ტერიტორიული ორგანოს შენობა.
ბოშური (ბიზნესგეგმა,
პრეზენტაცია): 13-14 ნოემბერი (ორდღიანი),
11:00-17:00, ბოშურის ტერიტორიული ორგანოს შენობა.
რა მიმართულებები შეიძლება
დააფინანსდეს საგრანტო კონკურსის ფარგლებში:

• ტურიზმი - ეკო და აგრო ტურიზმი
• სოფლის მეურნეობა
• საქმიანობები, რომლებიც გააუმჯობესებს დაცულ ლანდშაფტში
მაცხოვრებელი მოსახლეობის კეთილდღეობას და ჰარმონიაში იქნება
ლანდშაფტის ბუნებრივ და კულტურულ მემკვიდრეობასთან.
• განიხილება ნებისმიერი სხვა ინიციატივაც, რომლებიც გააუმჯობესებს
მოსახლეობის კეთილდღეობას (მათ შორის, გარეული ცხოველებისგან
თავდასხმის შესამცირებლად)
საპროექტო იდეის წარდგენა შესაძლებელია როგორც ფიზიკურად ასევე
ელექტრონული ფოსტის მეშვეობით, დამატებითი ინფორმაციისთვის
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ დარეკონ ნომერზე: +995 599 61 30 64,
ან მისწერონ ელფოსტაზე:
This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it
.
პროექტის დეტალების და განაცხადის ფორმის ნახვა ქართულ და
აზერბაიჯანულ ენებზე შესაძლებელია
აღნიშნული ბმულის
გამოყენებით.
კონკურსი მიმდინარეობს
პროექტის „ახალი ჰორიზონტები: ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის და
ადგილობრივი მოსახლეობის ჰარმონიული განვითარება“ ფარგლებში, რომელიც
ხორციელდება PIN Georgia-ს მიერ, ჩეხეთის განვითარების სააგენტოს
(CZDA) მხარდაჭერით.

სტატიის გამოყენების პირობები