ფინანსური თანამონაწილეობის
მიდგომა (FPA), რომელსაც ორგანიზაცია People in Need (PIN) გორში,
ახლად შექმნილი დაცული ლანდშაფტის მოსახლეობის მხარდაჭერისთვის
იყენებს, მიზნად ისახავს თემების გაძლიერებას, მოსახლეობის ჩართულობას
და მცირე ინიციატივების მხარდაჭერას.
FPA პროცესი დაფუძნებულია ადგილობრივი მოსახლეობის გადაწყვეტილებებზე.
როგორც
ფასილიტატორი სოსო
მეზვრიშვილი განმარტავს, „მეთოდოლოგია მთლიანად თემის
წევრების ჩართულობაზეა დაფუძნებული. სწორედ ისინი წყვეტენ, რა არის
მნიშვნელოვანი მათი თემისთვის და ვინ იქნება პასუხისმგებელი
გადაწყვეტილებების მიღებაზე.“
პროექტის დაწყებამდე ატენის, ბოშურისა და მღებრიანის თემებში ჩატარდა
საინფორმაციო შეხვედრები. შეხვედრები გაიმართა ამ თემებში შემავალ 16
სოფელში, სადაც 90-ზე მეტ ადგილობრივ მაცხოვრებელს მიეწოდა ინფორმაცია
დაგეგმილი საგრანტო და ჯილდოების კონკურსების შესახებ.
კონკურსის გამოცხადების დღეს ინფორმაცია გამოქვეყნდა როგორც სოციალურ
ქსელებში, ასევე ხეობის სოფლების ავტობუსის გაჩერებებზე.
„ვცდილობთ, ყველას ჰქონდეს ინფორმაცია გრანტის შესაძლებლობებზე.
ვიყენებთ როგორც პირისპირ შეხვედრებს, ისე სოციალურ მედიასა და ბეჭდურ
ფორმატებს,“ - ამბობს მეზვრიშვილი.
სათემო შეხვედრებისას მოსახლეობამ დაასახელა თემისთვის სანდო პირები,
რომლებსაც ისინი ენდობოდნენ და სთხოვეს ჩართულობა სათემო სამუშაო
ჯგუფებში.
სათემო ჯგუფები მუშაობენ მოხალისეობრივად და პასუხისმგებლობას
იღებენ:
- საგრანტო პირობების
შემუშავებაზე
- შეფასების კრიტერიუმების განსაზღვრაზე;
- ჟიურის შერჩევაზე
საგრანტო და ჯილდოების კონკურსის პირობები სწორედ სათემო სამუშაო
ჯგუფმა შეიმუშავა. მასვე ეკისრება მონიტორინგის ფუნქცია, რათა
შეფასების პროცესი გამჭვირვალედ წარიმართოს.
იდეების შეფასებას ახორციელებს ადგილობრივი ჟიური, რომელიც შედგება
თემის წარმომადგენლებისა და მუნიციპალიტეტის თანამშრომლებისგან.
შეფასების კრიტერიუმებია:
- იდეის
ინოვაციურობა,
- ხარჯების რეალისტურობა,
- გარემოსა და კულტურულ მემკვიდრეობასთან ჰარმონია,
- გამოცდილება და თანამონაწილეობა.
შეფასების კრიტერიუმების შესახებ ინფორმაცია ასევე საჯაროდ არის
ხელმისაწვდომი კონკურსის გამოცხადების პირობებთან ერთად.
მოსახლეობას შეუძლია საკუთარი იდეების წარდგენა როგორც ელექტრონულად,
ასევე თემის ადმინისტრაციულ შენობებში. განაცხადების მიღების პროცესს
ზედამხედველობს PIN-ის წარმომადგენლები გაუწევენ.
კონკურსანტების დასახმარებლად ჩატარდა ტრენინგები ატენისა და ბოშურის
ადმინისტრაციულ შენობებში შემდეგ საკითხებზე: სამეწარმეო იდეების
გენერირება და ფინანსური გათვლები. Ტრენინგებმა დაინტერესებულ
ადამიანებს მისცა შესაძლებლობა ადგილზე პრაქტიკულად ემუშავათ
განაცხადების მომზადებაზე.
FPA - ს ფასილიტატორის სოსო
მეზვრიშვილის თქმით, ადგილობრივი მაცხოვრებლებისგან
ელიან იდეებს სოფლის მეურნეობის, აგრო და ეკოტურიზმის მიმართულებით:
„მთავარია, იდეა არ აზიანებდეს დაცულ ლანდშაფტს და ამავე დროს
აუმჯობესებდეს თემის კეთილდღეობას. მზად ვართ, განვიხილოთ ნებისმიერი
ინიციატივა, რომელიც შეესაბამება ამ პრინციპს,“ - აღნიშნავს იგი.
PIN-ის
წარმომადგენელი, პროექტის მენეჯერი მიხეილ
ჯაფარიძე ამბობს, რომ FPA პროცესის დაწყებამდე სათემო
სამუშაო ჯგუფებისა და ჟიურის წევრები ეწვივნენ გურიასა და აჭარას:
„ვნახეთ, როგორ მუშაობს ფინანსური თანამონაწილეობის მიდგომა სხვა
რეგიონებში. შევხვდით ფასილიტატორებს, სამუშაო ჯგუფების წევრებს და
კონკურსების გამარჯვებულებს. ეს გამოცდილება დაეხმარება ტანისა და
თეძმის თემებს, სწორად განახორციელონ საკუთარი იდეები და შეფასების
პროცესი.“
FPA მეთოდი ფართოდ გამოიყენება მსოფლიოში და ეფუძნება თემის წევრებს
შორის ნდობასა და თანადგომას. მეზვრიშვილის თქმით, ტანისა და თეძმის
დაცულ ლანდშაფტში ეს მიდგომა ხელს შეუწყობს როგორც თემის ეკონომიკურ
განვითარებას, ისე ბუნებასთან ჰარმონიულ თანაცხოვრებას.
მიმდინარე წელს დაგეგმილია 48 ინდივიდუალური გრანტისა და 48 ჯილდოს
გაცემა. საერთო ბიუჯეტი 200 000 ლარზე მეტია. გრანტის მიღების შემდეგ
ბენეფიციარებს ექნებათ შესაძლებლობა მიიღონ დამატებითი კონსულტაციები
მენეჯმენტისა და ფინანსური დაგეგმვის მიმართულებით.
„მოსახლეობას შეუძლია დაიწყოს ახალი საქმიანობა ან განავითაროს
არსებული. Ჩვენი მხრიდან მათ ექნებათ კონსულტაციები და ექსპერტების
მხარდაჭერა, რათა პროექტები იყოს მდგრადი,“ - ამბობს მეზვრიშვილი.
პროექტის მენეჯერი მიხეილ ჯაფარიძე ამბობს, რომ პროექტის მიზანია
ტანა-თეძმის დაცული ლანდშაფტის მდგრადი განვითარების, მისი
ბიომრავალფეროვნების შენარჩუნებისა და ადგილობრივი თემების
სოციო-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების ხელშეწყობა
სტატია მომზადებულია პროექტის
"ახალი ჰორიზონტები - ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის და
ადგილობრივი მოსახლეობის ჰარმონიული განვითარება" ფარგლებში.
პროექტი ფინანსურად მხარდაჭერილია ჩეხეთის განვითარების სააგენტოს
მიერ, რომელსაც ახორციელებს ორგანიზაცია People in Need, გორის
მუნიციპალიტეტის მერიასთან და ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის
განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის სააგენტოსთან
თანამშრომლობით.
სტატიის შინაარსზე სრულიად
პასუხისმგებელია მედია პორტალი QARTLI.GE და შესაძლოა რომ ის არ
გამოხატავდეს ჩეხეთის განვითარების სააგენტოს
შეხედულებებს.

სტატიის გამოყენების პირობები