ახალი ამბები
კასპის მე-4 საჯარო სკოლა უკვე ორ წელზე მეტია დაკეტილია
კასპის მე-4 საჯარო სკოლა უკვე ორ წელზე მეტია დაკეტილია.

„რატომ დაგვიკეტეს სკოლა? არც ანგრევენ, არც აშენებენ... ბავშვები სადღაც დაგვყავს — ხან მარშრუტკებით, ხან ტაქსებით,“ — ამბობს მშობელი.

სკოლა, რომელიც მშობლის თქმით, რეგიონში ყველაზე მასშტაბურ სპორტულ აქტივობებს მასპინძლობდა, დღეს უფუნქციოდ დგას.

კასპის რესურსცენტრის ხელმძღვანელმა, ნათია ილურიძემ გვითხრა, რომ შენობა ავარიულია და მის დემონტაჟს გეგმავენ. ამ ეტაპზე დემონტაჟი ჯერაც დაწყებული არ არის.
Print

სტატიის გამოყენების პირობები