ახალი ამბები
ძალადობის მსხვერპლი ქალი თათია ლომინაძე გარდაიცვალა
ძალადობის მსხვერპლი ქალი, რომელიც კასპში ყოფილმა მეუღლემ დაჭრა და შემდგომ დაწვა სცადა, კლინიკაში გარდაიცვალა.

გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია ,,ქართლის ამბებს" შსს-ში დაუდასტურეს. წინასწარი ინფორმაციით, დანაშაულის კვალიფიკაციას პროკურატურა შეცვლის.

დანაშაულისთვის დაკავებულია 43 წლის მამაკაცი .

,,გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულში ბრალდებულმა პირმა წარსულში არსებული კონფლიქტის ნიადაგზე ცივი იარაღით გულ-მკერდის არეში დაზიანებები მიაყენა ყოფილ მეუღლეს, 1991 წელს დაბადებულ თ.ლ.-ს, რის შემდეგაც ბენზინის შესხმით მის დაწვას შეეცადა. მომხდარის შემდეგ, ზ.ბ. შემთხვევის ადგილიდან მიიმალა."- ვკითხულობთ შსს-ს განცხადებაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები