ზაზა გულიაშვილი მეოთხედ გახდება ქარელის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი
ზაზა გულიაშვილი მეოთხედ გახდება ქარელის მუნიციპალიტეტის
ხელმძღვანელი. მისი მმართველობა, რომელიც 2014 წელს დაიწყო, ამჯერად
2030 წლამდე გაგრძელდება.
ცესკოს მონაცემებით, ოლქში, სადაც 37 335 ამომრჩეველია
რეგისტრირებული, 2025 წლის თვითმმართველობის არჩევნებზე მხარი დაუჭირა
13 641-მა ამომრჩეველმა, რაც საერთო ამომრჩევლის 36.5%-ია.
საარჩევნო უბნებზე გამოცხადდა 16 445 მოქალაქე. უბნებზე მისულ
ამომრჩეველთა 92.2% ზაზა გულიაშვილის მხარდამჭერი აღმოჩნდა.
სტატიის გამოყენების პირობები