ახალი ამბები
ვახტანგ მაისურაძეს საერთო ამომრჩევლების მხოლოდ 37.6-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი
სოფელ თელიანში შეხვედრის დროს ,,ქართული ოცნების'' პარლამენტარი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი მოსახლეობას სთხოვდა, რომ მაქსიმალურად მხარი დაეჭირათ ვახტანგ მაისურაძისთვის, რათა მისი გამარჯვება მაგალითი ყოფილიყო სხვა მუნიციპალიტეტებისთვის.

ცესკოს 5 ოქტომბრის მონაცემებით კასპის მუნიციპალიტეტში „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატმა ვახტანგ მაისურაძემ ხმების 92.36 პროცენტი, ანუ 14 164 ხმა მიიღო. მუნიციპალიტეტში 38 914 ამომრჩეველია რეგისტრირებული.

ამ მონაცემებით ვახტანგ მაისურაძეს საერთო ამომრჩევლების მხოლოდ 37.6-მა პროცენტმა დაუჭირა მხარი.

ცესკოს ცნობით, კასპის მუნიციპალიტეტში ამომრჩეველთა აქტივობა 43.25% იყო. უბნებზე მივიდა 16 829, ხოლო არ მივიდა 22 085 ამომრჩეველი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები