ახალი ამბები
,,კვლავ მიმდინარეობს მოკვლევა" - ზედამხედველობის ინსპექტირების დეპარტამენტი ლიახვის კალაპოტის დაშრობაზე
დღეს დილიდან კვლავ იმყოფებიან ჩვენი თანამშრომლები ადგილზე და იკვლევენ სიტუაციას. ამ ეტაპზე მიზეზების შესახებ არაფრის თქმა შეგვიძლია. ვაპირებთ, რომ ამ ფაქტზე განცხადება გავავრცელოთ''

განუცხადეს ,,ქართლის ამბებს'' გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტში. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ ინფორმაციას აუცილებლად გაავრცელებენ.

შეგახსენებთ, გორში, მდინარე ლიახვის კალაპოტი დააშრეს. 10 ნოემბერს მოქალაქეების მიერ გადაღებულ ვიდეოებში ჩანს, რომ დამშრალ კალაპოტში თევზი იხოცებოდა. წინასწარი ინფორმაციით, მდინარის კალაპოტის დაშრობის მიზეზი შესაძლოა ქვიშა-ხრეშის საწარმოს საქმიანობა იყოს. მოქალაქეთა ნაწილი იტყობინება, რომ წყალს კალაპოტი შეუცვალეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები