ახალი ამბები
ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი დააკავეს
პროკურატურამ ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი დააკავა. ინფორმაცია ,,ქართლის ამბებს'' პროკურატურის პრესსამსახურში დაუდასტურეს.პროკურატურამ ხაშურის საკრებულოს თავმჯდომარის ყოფილი მოადგილე ლევან გამრეკელი დააკავა. ინფორმაცია ,,ქართლის ამბებს'' პროკურატურის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

დაკავების მიზეზი ამ ეტაპზე უცნობია. როგორც პროკურატურაში განაცხადეს, დაკავების შესახებ განცხადებას გაავრცელებენ.

ხაშურელი ბიზნესმენი ლევან გამრეკელი, რომელიც დეკლარაციის მიხედვით, წელიწადში 200 000 ლარს ქველმოქმედებაში ხარჯავს, 2025 წლის 4 ოქტომბრის თვითმმართველიოის არჩევნებზე, ,,ოცნების" კანდიდატების სიაში აღარ ჩასვეს. 2025 წლის არჩევნებზე გამრეკელი ხაშურის მერობის კანდიდატადაც მოიაზრებოდა, თუმცა ეს ინფორმაცია თავადვე უარყო.

გამრეკელი წერდა, რომ იგი ,,ოცნების" გუნდის წევრად რჩებოდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები