ხაშურის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების" თავმჯდომარეს 6 მოადგილე ჰყავს
ხაშურის საკრებულოში ფრაქცია ,,ქართული ოცნების'' თავმჯდომარეს ირაკლი
ჩადუნელს 6 მოადგილე ჰყავს. ჩადუნელი ,,ოცნების'' მხარდამჭერებმა
სურამიდან წარადგინეს.
,,ოცნების'' ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილეები არიან: ალექსი ნოზაძე,
ვაჟა ლომიძე, ზვიად დაბრუნდაშვილი, გიორგი მაჭარაშვილი, თორნიკე
მოსიაშვილი და ნანა ცხოვრებაძე.
ხაშურის საკრებულოს დადგენილების მიხედვით, ფრაქციის თავმჯდომარის
ხელფასი შეადგენს 2420 ლარს, ხოლო მოადგილის ხელფასის ოდენობა თვეში
1930 ლარია.
საკრებულოს ის წევრები კი, რომლებსაც თანამდებობები არ გააჩნიათ,
თვეში 660 ლარს იღებენ
სტატიის გამოყენების პირობები