ახალი ამბები
საქართველოში ძროხებს ,,თურქულის დაავადებაზე,, რუსეთიდან შემოტანილი ვაქცინით აცრიან
სურსათის ეროვნული სააგენტოს მტკიცებით, საქართველოში ,,თურქულის დაავადების'' ეპიდემიაა მოსალოდნელი, რადგან დაავადება უკვე ფართოდაა გავრცელებული თურქეთში, ერაყსა და ქუვეითში.

,,არსებობს დაავადების ქვეყანაში შემოჭრის რეალური საფრთხე, რაც გამოიწვევს დიდ ეკონომიკურ ზარალს, გართულდება ეპიზოოტიური სიტუაცია და ფერმერებს მიადგება დიდი ფინანსური ზარალი მეცხოველეობის პროდუქტების მკვეთრი შემცირებით. ასევე ქვეყანას, როგორც წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვის ერთ-ერთ ექსპორტიორს, შეუჩერდება უფლება განახორციელოს პარტნიორ ქვეყნებში როგორც ამთვისებელი ცოცხალი ცხოველების, ასევე ცხოველური წარმოშობის სასურსათო პროდუქტების ექსპორტი.'' - აღნიშნავენ სააგენტოში.

ამ ვითარებიდან გამომდინარე საქართველომ, 2025 წლის ბოლომდე, 500 000 ვაქცინის შესყიდვა გადაწყვიტა. სურსათის ეროვნული სააგენტო „თურქულის დაავადების“ წინააღმდეგ ვაქცინებს რუსეთიდან შემოიტანს, რაც 1 მლნ ლარი დაჯდება.

ამ ვითარებიდან გამომდინარე საქართველომ, 2025 წლის ბოლომდე, 500 000 ვაქცინის შესყიდვა გადაწყვიტა. სურსათის ეროვნული სააგენტო „თურქულის დაავადების“ წინააღმდეგ ვაქცინებს რუსეთიდან შემოიტანს, რაც 1 მლნ ლარი დაჯდება.

რუსეთიდან ვაქცინების შემოტანას კომპანია ,,მედ-ლაინი'' უზრუნველყოფს.

შესყიდვების სააგენტოს ცნობით, ტენდერში კიდევ ერთი კომპანია შპს „ნუგეში“ მონაწილეობდა, რომელმაც სურსათის ეროვნულ სააგენტოს თურქეთში წარმოებული ვაქცინა „აფტოვაკი“ (AFTOVAC) შესთავაზა. ერთი დოზის ფასი იყო 5.70 ლარი. სააგენტომ თურქულ პრეპარატზე უარი თქვა იმ მიზეზით, რომ ,,აღნიშნული ვაქცინის შესაბამისობა მოთხოვნილ შტამთან არ იქნა დადასტურებული''

სააგენტომ ტენდერის შედეგად გამარჯვებულად შპს „მედ-ლაინი“ გამოცხადდა, რაც ნიშნავს, რომ წლის ბოლომდე ძროხებს რუსეთიდან შემოტანილი ვაქცინებით აცრიან. ნაკლების ჩვენება
Print

სტატიის გამოყენების პირობები