შს სამინისტროს ინფორმაციით, გორში მანქანის დგომა-გაჩერების წესების
დარღვევისთვის ჯარიმა 10 ლარიდან 50 ლარამდე იზრდება.
შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი უკვე წარედგინა
საქართველოს პარლამენტს.
ცვლილებების მიხედვით, ტროტუარზე ან ქვეითთა გადასასვლელზე მანქანის
გაჩერება გამოიწვევს 100-ლარიან ჯარიმას. ასევე, ავტომანქანის
სპეციალურ დაცულ სადგომზე გადაყვანას.
100 ლარამდე იზრდება ჯარიმა მანევრირების წესების დარღვევის
შემთხვევაში, რა დროსაც, მძღოლს 20 ქულაც ჩამოაკლდება.
50 ლარი იქნება ჯარიმა მობილური ტელეფონის გამოყენებისა და
უსაფრთხოების ღვედის არგამოყენებისთვის. ღვედის შემთხვევაში მძღოლს 10
ქულაც აკლდება.
სტატიის გამოყენების პირობები