მიხეილ გრძელიშვილი ხაშურის საკრებულოში თანამდებობის გარეშე დატოვეს
ხაშურის საკრებულოს წევრი მიხეილ გრძელიშვილი, რომელიც ირაკლი
ღარიბაშვილს ხაშურის გალამაზებისა და ქვეყანაში მშვიდობისთვის
მადლობას უხდიდა, საკრებულოს არც ერთ თანამდებობაზე არ აირჩიეს.
ოფიციალურად გამოქვეყნებული დოკუმენტების მიხედვით, საკრებულოში
ფრაქციებისა და კომისიების ხელმძღვანელი პოზიციები უკვე
განაწილებულია.
წარმოდგენილ განკარგულებების მიხედვით, მიხეილ გრძელიშვილი მხოლოდ
რიგითი წევრის სტატუსით არის მითითებული „ქართული ოცნება –
დემოკრატიული საქართველოს“ ფრაქციაში, ისე ორ კომისიაში.
მიხეილ გრძელიშვილი ხაშურის №1 საარჩევნო უბანზე მაჟორიტარული წესით
არის არჩეული. ის ხაშურის სავაგონო დეპოს უფროსი ინსპექტორია
სტატიის გამოყენების პირობები