ახალი ამბები
საქაშეთში სახლი დაიწვა ღია ცის ქვეშ დარჩა 6 - სულიანი ოჯახი
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ საქაშეთში საცხოვრებელი სახლი დაიწვა.

როგორც ადგილობრივებმა გვაცნობეს, ბელეტაჟის ტიპის სახლი მთლიანად დაიწვა, ხოლო 6-სულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.

,,სახლის სახურავი ორი წლის წინ გაარემონტეს, სულ წყალი ჩასდიოდათ ხოლმე. ამ სახლში 6 ადამიანი ცხოვრობდა" - გვითხრეს საქაშეთში.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში გვითხრეს, რომ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები