ახალი ამბები
გორში გვიან ღამით პოლიციის ,,პიკაპი" მოქალაქის ავტომობილს შეეჯახა
გორში პოლიციის პიკაპი მოქალაქის ავტომობილს შეეჯახა. შემთხვევა გვიან ღამით მშვიდობის გამზირზე მოხდა.

შსს-ს ცნობით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა და ადგილი ჰქონდა ადმინისტრაციულ შეჯახებას.

როგორც კომბინატის დასახლებიდან გვაცნობეს, მშვიდობის გამზირზე რამდენიმე ადგილას ე.წ. „მწოლიარე პოლიციელი“ წარსულში გახშირებული ავარიების პრევენციისა და სიჩქარის შესამცირებლად დააყენეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები