ახალი ამბები
გორში ახალი ბაზრის გზაზე ავტომობილი გაჩერებულ ევაკუატორს შეეჯახა
გორში, ღამით, წმინდაწყალზე, ავტომობილი გაჩერებულ ევაკუატორს შეეჯახა.

შემთხვევა ახალი ბაზრის გზაზე სავაჭრო ცენტრ ,,ჯიბეს" მიმდებარე ტერიტორიაზე მოხდა.

მსუბუქად დაშავდა ავტომობილის მძღოლი. შსს-ს ცნობით, გამოძიება 276-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი მოძრაობის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები