ახალი ამბები
გორში პარკირების წესების დარღვევისთვის 1 წელიწადში 29 555 ჯარიმა გამოწერეს


მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, 21 896 შემთხვევა პარკირების საშვის არქონას, ხოლო 7 659 — ავტომობილის არასწორ დგომას უკავშირდება.

უწყებაში აცხადებენ, რომ ბოლოს წლის განმავლობაში ჯარიმების ამოღების მექანიზმი გაუმჯობესდა. მაგალითად, 26 217 ჯარიმა უკვე გადახდილია, ხოლო 3 338 — გადაუხდელი რჩება.

ჯარიმის ოდენობა ამჟამად 10 ლარია. საკანონმდებლო ცვლილებების მიხედვით, გორსა და საქართველოს კიდევ რამდენიმე ქალაქში პარკირების წესების დარღვევისთვის ჯარიმა 50 ლარამდე გაიზრდება
Print

სტატიის გამოყენების პირობები