ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის 128-ე შეხვედრა იმართება
დღეს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების
მექანიზმის 128-ე შეხვედრა იმართება.
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთის მედიის ცნობით, ცხინვალის წარმომადგენლები
კიდევ ერთხელ დააყენებენ წნელისის საგუშაგოს გაუქმების საკითხს.
როგორც ცნობილია, ,,ქართული ოცნების" ხელისუფლებამ წნელისის საგუშაგოს
განთავსების გამო ბრალი წაუყენა ყოფილ შინაგან საქმეთა მინისტრს
გიორგი გახარიას და დაუსწრებლად პატიმრობაც შეუფარდა.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცნობით, დღევანდელ შეხვედრაზე
დაგეგმილია ტექნიკური შეხვედრა ირიგაციისა და წყალზე ხელმისაწვდომის
საკითხების შესახებ. ასევე განხილულ იქნება გასული სარწყავი სეზონიდან
მიღებული გამოცდილება და დაიგეგმება მომავალი მუშაობა.
სტატიის გამოყენების პირობები