ახალი ამბები
კასპის საკრებულოს ერთადერთი ოპოზიციონერი წევრი ხიდის მოაჯირის გაკეთებას ინფრასტრუქტურის სამინისტროს სთხოვს
კასპის საკრებულოს წევრის, ერეკლე ჩანქსელიანის ცნობით, საქადაგიანოსა და ხიდისყურს შორის დამაკავშირებელ ხიდს მოაჯირები არა აქვს.

ვიდეომიმართვაში ერეკლე ჩანქსელიანი აღნიშნავს, რომ მოაჯირის არარსებობა საფრთხეს უქმნის მოქალაქეებს.

იგი მიმართავს ინფრასტრუქტურის სამინისტროს, რომ მომავალ 2026 წელს ბიუჯეტში მოაჯირების შესაკეთებლად თანხა გაითვალისწინონ. რატომ არ მიმართავს კასპის მერიას? მის განცხადებაში არაფერია ნათქვამი.

ერეკლე ჩანქსელიანი ერთადერთი ოპოზიციონერი წევრია კასპის საკრებულოში ,,ლელოდან"
Print

სტატიის გამოყენების პირობები