ახალი ამბები
ზვიად გოგუაძემ ხაშურის მერის მოადგილის თანამდებობა დატოვა
ხაშურის მერის მოადგილემ, ზვიად გოგუაძემ, თანამდებობა დატოვა. ინფორმაციას ხაშურის მერიის პრესსამსახურში ადასტურებენ. გოგუაძე მერიაში განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ მიმართულებებს კურირებდა.

მისი ბოლო საჯარო განცხადება ეხებოდა უდანაშაულობის პრეზუმფციის დაცვის მოთხოვნას. აღნიშნული პოსტით, რომლის გამოქვეყნება დაემთხვა საკრებულოს ყოფილი ვიცე-თავმჯდომარის ლევან გამრეკელის დაპატიმრებას, ზვიად გოგუაძე მოქალაქეებს განუმარტავდა, რომ პირი ჩაითვლება უდანაშაულოდ, სანამ მისი დანაშაული კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილებით არ დადგინდება.

ხაშურის მერიის ვებ-გვერდის მიხედვით, ზვიად გოგუაძის ადგილი დაიკავა გიორგი პაპიაშვილმა, რომელიც აქამდე მერის პირველი მოადგილის პოზიციაზე მუშაობდა. მერის პირველ მოადგილედ მაია ხაჩიძე წარადგინეს.

ზვიად გოგუაძე წლების განმავლობაში საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის თანამდებობას იკავებდა. მერის მოადგილედ 2024 წლის აპრილში დაინიშნა
Print

სტატიის გამოყენების პირობები