გორში ამტვერებადი მასალის ტრანსპორტირების წესების დარღვევის 147 შემთხვევა გამოვლინდა
ქალაქ გორში ბოლო ერთ წელიწადში ასზე მეტი მძღოლი დაჯარიმდა იმ
მიზეზით, რომ ამტვერებადი მასალა გადაჰქონდათ გადაუხურავი
სატრანსპორტო საშუალებით.
მუნიციპალური ინსპექციის ინფორმაციით, ასეთი 147 შემთხვევა
დაფიქსირდა.
ინსპექციის ანგარიშის მიხედვით, სატრანსპორტო გადაზიდვების წესების
დაცვას მუნიციპალური ინსპექციის შესაბამისი განყოფილება უზრუნველყოფს.
საერთო ჯამში, განყოფილებამ 194 საჯარიმო ოქმი შეადგინა, რომელთა
უმრავლესობაც სწორედ ამტვერებადი მასალის გადაზიდვის წესების
დარღვევას ეხება.
სტატიის გამოყენების პირობები